კონფიდენციალურობა | INGARDEROBE.COM

ავტორიზაცია

cancel icon დახურვა
phone icon კონტაქტი
en ge
cancel image
დაგვიკავშირდით
სურვილების სია 0
0 პროდუქცია

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკით რეგულირდება ვებ-გვერდი “Ingarderobe.com”-ის მიერ ინტერნეტის ქსელის მეშვეობით მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

თქვენს მიერ ვებ-გვერდი “Ingarderobe.com”-ით და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას და გვანიჭებთ უფლებამოსილებას, შემოთავაზებული მომსახურების მიღებისა და გაუმჯობესების მიზნით შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მათი გამჟღავნება არ განხორციელდება წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ.


პერსონალური მონაცემები

ვებ-გვერდი ”Ingarderobe.com”-ის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი არის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ვებ-გვერდის მუშაობის გაუმჯობესება.

ვებ-გვერდი “Ingarderobe.com“ აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

გვარს, სახელს;

დაბადების თარიღს;

სააბონენტო ტელეფონის ნომერს;

მისამართი (მიწოდების ადგილი);

ელ- ფოსტა.

მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს. ვებ-გვერდი ”Ingarderobe.com” არ ავრცელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, ასევე არ აძლევს მათზე წვდომას მესამე პირებს მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პერსონალური მონაცემების მიწოდება ხდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ან/და სხვა მესამე პირების მოთხოვნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მომხმარებელს უფლება აქვს:

მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, მათი დაბლოკვა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მიღებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის, ასევე მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები თავისი უფლებების დასაცავად.


Cookie ფაილები

ვებ-გვერდი ”Ingarderobe.com”-ის გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტიპის Cookie ფაილები:

მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები საჭიროა საიტზე გადააადგილებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის გამოყენებისათვის. ამ ტიპის Cookie ფაილები გამოიყენება მომხმარებლის რეგისტრაციისა და სისტემაში შესვლის დროს. მათ გარეშე მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიუწვდომელია. მოცემული Cookie ფაილები არის ძირითადი და შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ამ ტიპის Cookie ფაილების გამოყენების გარეშე ვებ-გვერდი სათანადოდ ვერ მუშაობს.

საექსპლუატაციო Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს საიტის გამოყენების შესახებ. მოცემული ფაილები არ ღებულობენ მომხმარებლის პირად ინფორმაციას. Cookie ფაილების მიერ შეგროვილ მთელ ინფორმაციას აქვს სტატისტიკური ხასიათი და არის ანონიმური. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია: საიტების გამოყენების სტატისტიკის მიღება;. მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

ფუნქციონალური Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დასამახსოვრებლად (როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ენა ან ადგილმდებარეობა). მოცემული ფაილები გამოიყენებენ ანონიმურ ინფორმაციას და არ აკონტროლებენ მომხმარებლის ქმედებებს სხვა საიტებზე. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

მონაცემების დამახსოვრება იმის შესახებ, მიეწოდებოდა თუ არა ადრე მომხმარებელს რაიმე ინფორმაცია;

მთლიანად საიტთან ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა მომხმარებლის მიერ არჩეული უპირატესობების გათვალისწინებით;

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

Cookie ფაილების დაბლოკვა ან წაშლა, ასევე მათი მოქმედების შეზღუდვა შეიძლება ბრაუზერის პარამეტრებში, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი.


კონტაქტი

ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის, კითხვის ან დახმარებისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვწეროთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@ingarderobe.com, ან დაუკავშირდით ჩვენს ოფისს სატელეფონო ნომერზე: (+995) 591 373 373